შაბათს, 19 ივნისს, 21:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, სტომატოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით იმართება საჯარო ლექცია თემაზე: „Facelifting - საკუთარი 32-წლიანი გამოცდილება“.
ლექციას წარუძღვება: ციცინო შურღაია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ყბა-სახის ქირურგიის კათედრის დოცენტი; 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 12 პატენტის ავტორი; მის მიერ ჩატარებულია 15000-ზე მეტი ოპერაცია; 2008 წლის რუსეთის საუკეთესო პლასტიკური ქირურგი, პრემია "გრაციის" ლაურეატი.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია გვერდზე: https://my.forms.app/studentscientificsociety/shurgaia?fbclid=IwAR3P2M5DRRTOu0jAux64HBLJHgjO-CzTCItcVKEHqcjBBb-ZsEJBK9E1Ijs
შეხვედრის Facebook ლინკი: https://www.facebook.com/events/181402900567115